Image

"ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო... რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას?" - ვინ არის დღეს სასტიკად მოკლული ბიჭი

image
loading...

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.

მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა.

როგორც „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე „პრაიმტაიმს“ უყვება, ადგილობრივების ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს დაურეკეს და უთხრეს შვილი მოგიკალითო.

„დავმუნჯდი…. მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში… რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო“, – წერს შოთო სიხარულიძე.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.
წყარო - პრაიმთაიმიшаблоны для dle 11.2
loading...
21-05-2020, 19:19
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები