Image

ნახეთ რომელი 4 შეზღუდვა გაუქმდება დღეს ღამის 12.00 საათზე

image
loading...

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს რიგი შეზღუდვები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ბრიფინგზე განაცხადა.

1. 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

2. კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

3. უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ასევე, ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

4. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვისшаблоны для dle 11.2
loading...
22-05-2020, 21:18
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები